«ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი» არის საქართველოში ტრანსგენდერ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია სათემო ორგანიზაცია რომელიც არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

ორგანიზაციის მიზინებია:

ა) ტრანსგენდერ ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

ბ) ტრანსგენდერ ქალთა საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა, ფსიქო–სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება.

გ) დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ტრანსგენდერ ქალთა ხილვადობის გაზრდის ხელშეწყობა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.

დ) სოციალური თავშესაფრების პროგრამების განხორციელება.

ვ) ტრანსგენდერ ქალთა მიმართ არსებული დისკრიმინაციის გამოვლენა, შესწავლა და აღკვეთა. 

ზ) სექსუალური ორეინატაციის თუ გენდერული იდენტობის ან/და სქესის ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ქვეყანაში ეფექტური ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა.