უსაფრთხოების პოლიტიკა
„ვებ–გვერდის მფლობელი“ ამ პოლიტიკს დოკუმენტის მიზნებისთვის არის :
საფირმო სახელწოდება: ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი
სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
საიდენტიფიკაციო ნომერი: 430799923
მისამართი: თეთრიწყაროს რაიონი სოფელი ასურეთი
ტელ 555564532
ელ ფოსტა info@trans.org.ge ან /და info@transgender.org.ge
ვებ გვერდი https://transgender.org.ge ან და https://trans.org.ge(შემდგომში ტექსტში მოხსენიებული როგორც ვებ –გვერდი)
მარეგისტრირებელი ორგანო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
რომელ ქვეყანაში ახორციელებს საქმიანობას და რომელ ქვეყანაში ფუნქციონირებს ვებ გვერდი : საქართველო
ვებ–გვერდის მფლობელი უზრუნველყოფს ვებ–გვერდის მომხმარებლების კონფიდენციალურობის მაღალი ხარისხით დაცვას.
მონაცემების შენახვა და გამოყენება
ვებ–გვერდის მომხმარებელთა მონაცემი გროვდება და ინახება ვებსერვერზე 10 კვირამდე ვადით, ე.წ. ლოგების სახით. მიღებული ინფორმაცია არ გამოიყენება მომხმარებლის იდენტიფიკაციის მიზნებისთვის, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა )მაგალიტად დანაშაულის შესახებ სეტყობინება, დანაშაულის ჩადენა, პირის მომართვის საფუძველზე მისი განცხადების ან ელექტრონული წერილის განხილვის მიზნით მისი იდენტიფიცირება და ა.შ). ძირითადად მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ სტატისტიკური ანალიზისთვის, ასევე, შესაძლო ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენისა და ვებ ადმინისტრირების მიზნებისთვის. ვებ–გვერდის მიერ დამუშავებული არცერთი მონაცემი არ გადაეცემა მესამე მხარეს გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
ვებ–გვერდზე მომხმარებელთა სტუმრობისას, სერვერზე ფიქსირდება ვებ–გვერდზე შესვლის თარიღი და მეთოდი, ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, რეფერალი და დათვალიერებული რესურსის მისამართი აგრეთვე IP მისამართი.
„ანალიტიკური სერვისი“ (Google Analytics)
ვებ–გვერდის ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და ტექნიკური შეფასების მიზნით, ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ის სერვისს. აღნიშნული სერვისი იძლევა სტატისტიკურ მონაცემებს მომხმარებლების მიერ ვებ–გვერდზე მოთხოვნილი ინფორმაციის (ძიების შინაარსი, ვებ–გვერდის ესა თუ ის განყოფილება და სხვა) შესახებ. მაგალითად, რომელი ქვეყნიდან/ქალაქიდან განხორციელდა ვებ–გვერდზე წვდომა, ვებ–გვერდზე სტუმრობის ხანგრძლივობა, გამოყენებული ოპერაციული სისტემა. ინფორმაცია მუშავდება მხოლოდ სტატისტიკური მიზნით და ტექნიკურ დონეზე მომხმარებელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია.
„მზა ჩანაწერები“ (Cookies)
ჩვენ ვებ–გვერდზე „მზა ჩანაწერები“ გამოიყენება მომხმარებლისათვის საიტზე ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების და ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით.
„მზა ჩანაწერების“ მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს ვიზიტორის მიერ ვებ–გვერდზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, რომელი ქალაქიდან განხორციელდა წვდომა და რა ენაზე გაეცნო სტუმარი ინფორმაციას, მიიღო თუ არა მონაწილეობა გამოკითხვაში და ვებ–გვერდზე ტექნიკური ხასიათის პრობლემას ხომ არ ჰქონდა ადგილი.
კომუნიკაცია, მიმოწერა, რეგისტრაცია
ჩვენს საიტზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს წევრად ან გამოაგზავნოს განცხადება შესაბამისი განაცხადის ფორმების მეშვეობით აგრეთვე დარეგისტრირდეს სხვადასხვა აქტივობებზე და ტრენინგებზე. ამ მიზნისთვის ვებ–გვერდის მეშვეობით ხორციელდება მომხარებლის სახელის, გვარის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომერის და სხვა დამატებითი ინფორმაციის შეგროვება რომელიც განსაზღვრულია ინდივიდუალურად შესაბამისი კომუნიკაციის ფორმის ბლანკით. აღნიშნული მონაცემები ვებ გვერდის მფლობელის მიერ მიერ ინახება შესაბამის სერვერზე 1 წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგ ინფორმაცია იშლება.
სხვა ვებ–გვერდები
ვებ–გვერდი შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას სხვა ვებ–გვერდების შესახებ. ვებ გვერდის მფლობელი არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულ ვებ–გვერდებზე არსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. ამდენად, სხვა ვებ–გვერდის სტუმრობისას სასურველია, გაეცნოთ მასზე არსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
დამატებითი აღნიშვნები
საკითხები რომლებიც ამ პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრული არ არის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ვებ – გვერდზე შემოსვლით, რეგისტრაციით ან და კონტაქტის შესაბამისი ფორმების გამოყენებით აგრეთვე ვებ გვერდის შესაბამისი სერვისებით და ინფორმაციით სარგებლობისას განმცხადებელი ავტომატურად აცხადებს თანხმობას მისი პეროსონალური მონაცემების დადგენილი წესის შესაბამისად შენახვა, დაცვა და გამოყენებაზე. ამ თანხმობაზე უარი მხარემ შეიძლება ნებისმიერ დროს განაცხადოს შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე რომელიც უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით ელ ფოსტაზე: nugzarberlin@gmail.com ან მისამართზე თეთრიწყაროს რაიონი სოფელი ასურეთი.
ვებ გვერდის მფლობელი უფლებამოსილია დაამუშაოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მხოლოდ მისთვის დაკისრებული ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით.
ვებ გვერდის მფლობელი მიესალმება ჩვენს ვებ–საიტზე განთავსებული ტექსტების გამოყენებას, გადაბეჭდვას და გავრცელებას.
ჩვენი პროდუქციის გამოყენებისას აუცილებელია:
• გააკეთოთ მუდმივი ბმული ჩვენს სტატიაზე
• დაურთოთ შემდეგი ინფორმაცია ყოველ გამოყენებულ სტატიას:
Copyright (c) 2020. ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი
თუკი ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მასალების ნაწილებს აირჩევთ, უნდა მიუთითოთ, რომ მასალა ამონარიდია. თავი უნდა შეიკავოთ პროდუქტის მნიშვნელობის, სახელისა და ორიგინალური ფორმის შეცვლისგან. ვებ გვერდის მფლობელი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს წაიღოს უკან მასალების გამოყენების თაობაზე მის მიერ გაცემული ნებართვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ვებ გვერდის მფლობელს.